პრემიერის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 11-13 ივნისს გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 11-13 ივნისს გაერო-ს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კონვენციის (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიას დაესწრო.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით გაიმართა. სესიის ფარგლებში შედგა გენერალური დებატები და კონფერენცია, თემაზე: “შშმ პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი ქვეყნის, საქართველოს სახელით, ღონისძიებებს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილი უძღვებოდა.

„ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, გერტრუდა ოფორივა ფეფოამიდასთან და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში, სარა მინკარასთან.

CRPD კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენცია წარმოადგენს უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმას, სადაც მონაწილე სახელმწიფოები რეგულარულად იკრიბებიან ხელშემკვრელ მხარეთა მიერ კონვენციის იმპლემენტაციისა და აღსრულების საკითხების განსახილველად. კონფერენციაზე სახელმწიფოები ერთმანეთს უზიარებენ ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს