ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დელეგაციასთან ერთად აშშ-ში  შეხვედრები გამართა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი აშშ-ში, სადაც მონაწილეები ამერიკის შეერთებული შტატების პრაქტიკებს სიღრმისეულად ეცნობოდნენ, დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა, რაც მართლმსაჯულების ხარისხისა და მისაწვდომობის გაზრდას შეუწყობს ხელს.

„დასრულდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერითა და ამერიკის იურისტთა ასოციაციის კანონის უზენაესობის ინიციატივის (ABA ROLI) ორგანიზებით გაიმართა. ვიზიტის დროს მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნენ აშშ-ში ფედერალურ და შტატის დონეზე არსებულ პრაქტიკებს, სამოსამართლო კანდიდატების შერჩევის პროცესში ადვოკატთა ასოციაციების როლისა და პროცესში ჩართულობის შესახებ, ასევე ადვოკატებისა და მოსამართლეების ერთობლივი შეხვედრების (ბენჩ-ბარი) ამერიკულ მოდელებს. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, ამერიკის იურისტთა ასოციაციის გლობალური პროგრამების ხელმძღვანელებთან, ასევე ფედერალური მართლმსაჯულების მუდმივმოქმედ კომისიასთან, ვაშინგტონის ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორთან, ნიუ-იორკის შტატის (NYSBA) ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ქალაქ ნიუ იორკის ადვოკატთა ასოციაციის (New York City Bar) წარმომადგენლებსა და მართლმსაჯულებისა და საერთაშორისო სამართლის კომიტეტის ხელმძღვანელებთან, მათ შორის სამოსამართლო კანდიდატების ნომინირების კომისიის წევრებთან. შეხვედრები ასევე, გაიმართა მერილენდის შტატის ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებთან, ქალაქ ბალტიმორის სამოსამართლო კანდიდატების შეფასების კომისიის თავმჯდომარესთან და მართლმსაჯულების ინოვაციებისა და ბრენანის ცენტრებთან. ვიზიტის ფარგლებში მხარეები აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ, რაც დაეხმარება ადვოკატთა ასოციაციას სამოსამართლო კანდიდატების შერჩევა/შეფასების პროცესში უფრო აქტიურად ჩაერთონ და ხელი შეუწყონ მართლმსაჯულების ხარისხისა და მისაწვდომობის გაზრდას“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო