კონსტანტინე ზარნაძე - ოპოზიცია  არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ  იპოდრომის  მთელი ტერიტორიის განაშენიანებას

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინე ზარნაძე საკრებულოში მიმდინარე სხდომაზე თამარაშვილის ქუჩაზე განაშენიანების პროექტის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით კოლეგებისგან ბევრი ინფორმაცია მიიღო, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების მხრიდან არგუმენტები, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან ამ პროექტის განხორციელებას, არ მოუსმენია.

„ბევრი ვისაუბრეთ ამ პროექტთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციონერი კოლეგების არგუმენტირებული აზრი არ მოგვისმენია. ისინი არ ესწრებიან კომისიების სხდომას და არც თავიანთი არგუმენტები წარმოუდგენიათ ჩვენთვის და მოსახლეობისთვის, რატომ არიან ამ მშენებლობის წინააღმდეგნი. ოპოზიცია არ ესწრება საკრებულოს სხდომას, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ ისინი აპირებდნენ იპოდრომის მთელი ტერიტორიის განაშენიანებას. საბედნიეროდ, ეს ტერიტორია გადარჩენილია და ქალაქს დაუბრუნდა. იმედია, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები რაიმე არგუმენტს წარმოგვიდგენენ, თუ რატომ არის ეს პროექტი ურბანული გენოციდის მაგალითი“, - განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.

როგორც საკრებულოს წევრმა აღნიშნა, „მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, თითქოს მშენებლობა იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. მისი თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე მოეწყობა პარკი, განაშენიანება კი თამარაშვილის ქუჩის მიმდებარედ მოხდება“.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს