ლევან არველაძე - ბაგებისა და უნივერსიტეტის  ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად  გააუმჯობესებს

ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარემ, ლევან არველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა.

„რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში მნიშვნელოვანი პროექტი, ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა. ვთვლი, რომ ეს ხიდი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სატრანსპორტო ნაკადების გადაადგილებას.

ასევე, დღეს, როგორც ვიცით, საზეიმოდ იხსნება ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და მინდა ჩვენს ბიჭებს წარმატება ვუსურვო“, - განაცხადა ლევან არველაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება