გივი მიქანაძე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

ტაჯიკეთის პარლამენტისა და „მოსახლეობისა და განვითარების პარლამენტართა აზიის ფორუმის" (Asian Forum of Parliamentarians on Population and Development, AFPPD) ორგანიზებით, ქალაქ დუშანბეში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია „მდგრადი წყლის რესურსები და დემოკრატიული მედეგობა ახალგაზრდების და გოგონების გაძლიერებისთვის" თემატიკას ეძღვნებოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ. კონფერენციის ფარგლებში, კომიტეტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვიდა პანელურ დისკუსიაზე, რომელიც ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობას შეეხებოდა.

„მოხსენების ფარგლებში გივი მიქანაძემ საქართველოს გამოცდილებასა და ამ მიმართულებით არსებულ პოლიტიკაზე ისაუბრა. კერძოდ: საქართველოში ახალგაზრდების დასაქმებაზე, როგორც სახელმწიფოს პოლიტიკის პრიორიტეტზე, უმუშევრობის შემცირების პოლიტიკაზე, სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე; ახალგაზრდული პოლიტიკის კონტექსტში მიმდინარე პროგრამებსა და ინიციატივებზე.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუმინეთის, მოლდოვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ბოსნია-ჰერცეგოვინას, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელარუსის, უზბეკეთის, ყაზახეთის, თურქმენეთისა და ტაჯიკეთის სახელმწიფოების პოლიტიკური ლიდერები, პარლამენტების ვიცე-სპიკერები, დარგობრივი კომიტეტების თავმჯდომარეები, საჯარო მოხელეები, საერთაშორისო, სამოქალაქო და სხვა სექტორის წარმომადგენლები.

კონფერენციაზე განიხილეს გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნებთან დაკავშირებული შემდეგი ასპექტები: ახალგაზრდების გაძლიერება, განათლება, დასაქმება, გენდერული თანასწორობა და სხვა.

ღონისძიების მიზანი იყო პარტნიორ სუბიექტებს შორის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა, თანამშრომლობის, დიალოგის, მიღწეული პროგრესის და არსებული გამოწვევების განხილვისა და გამოცდილების გაზიარების გზით.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მომზადდა დეკლარაცია, რომელშიც ასახულია რეკომენდაციები ახალგაზრდობაში ინვესტირებასთან, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობასა და კლიმატის ცვლილების შედეგად ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია