პაატა მანჯგალაძე - თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმაა - საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა

ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. უბრალოდ, არ გვინდა ის რესურსი, რაც მწირია, ერთმანეთში კონკურენციაში დავხარჯოთ, გვინდა რომ ეს რესურსი დავხარჯოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კონკურენციაში, - ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ „ქართულ ქარტიაზე“ და ერთიან სიაზე საუბრისას აღნიშნა.

როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, თუ ოპოზიციაში ერთობა ვერ გამოვიდა, კარგი იქნება 3-4 ცენტრის შექმნა, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს.

„თუ ერთობა არ უნდათ, ჩვენ ჩვენი კამპანია გვაქვს გამზადებული, ერთობის შემთხვევაშიც ძლიერი კამპანია გვაქვს დაგეგმილი. ერთობის გარეშეც, ჩვენ აუცილებლად ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ადამიანს დავიყენებთ გვერდით. ერთად ვიქნებით თუ ცალ-ცალკე მაინც გავიმარჯვებთ! უბრალოდ, არ გვინდა ის რესურსი, რაც მწირია, ერთმანეთთან კონკურენციაში დავხარჯოთ, გვინდა რომ ეს რესურსი დავხარჯოთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ კონკურენციაში.

თუ ოპოზიციაში ერთობა არ გამოვიდა, გამიხარდება შეიქმნას 3-4 ცენტრი, რომ ბარიერის მიღმა არავინ დარჩეს, რადგან ეს არის „ქართული ოცნების“ ინტერესებზე წყლის დასხმა“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

მისივე თქმით, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა.

„ძალა ერთობაშია“ - რომელ საუკუნეში თქვეს?! სკოლაში რომ შევედი, მე-2 კლასში მასწავლეს. ისტორიიდან, როცა ერთად შევძელით დადგომა, ყოველთვის ვიმარჯვებდით. მაშინ, როდესაც თან ერთმანეთს ვებრძოდით და თან მტერს ძალიან გვიჭირდა. რას ნიშნავს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად არ დავდგებით? კოალიციურ მთავრობაში არ დადგებიან ჩვენთან ერთად?

სინამდვილეში, საჭიროა ვიწრო პარტიულ და ადამიანურ ეგოებზე უარის თქმა. ჩვენ ვრჩებით ერთიანობის მომხრეებად. სხვა პარტიები შემოგვიერთდებიან თუ საზოგადოებასთან ერთად, ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებას, რადგან რეჟიმი არის გაკოტრებული“,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება