უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყება - ელჩებმა  ჩარჩო ფორმატი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ჩარჩოები შეათანხმეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების (ელჩების) აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ 25 ივნისს, როგორც დაგეგმილი იყო, შედგება სამთავრობოთაშორისო კონფერენცია, რომელიც ოფიციალურ სტარტს მისცემს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს.

ცნობისთვის, ივნისის დასასრული უკვე დიდი ხანია იყო აღნიშნული სამთავრობოთაშორისო კონფერენციის მოსალოდნელი თარიღი, თუმცა უნგრეთი მუდმივი წარმომადგენლების დონეზე აღნიშნული გადაწყვეტილების ბლოკირებას ახდენდა. იმ შემთხვევაში თუ უნგრეთი პოზიციას არ შეიცვლიდა, მოლაპარაკებების გახსნა 2024 წლის მეორე ნახევრამდე შეიძლება გაჭიანურებულიყო, როდესაც სწორედ ბუდაპეშტს უწევს ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება