ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის სამიტზე დასასწრებად შვეიცარიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მშვიდობის გლობალურ სამიტში მონაწილეობის მისაღებად შვეიცარიაში ჩავიდა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამიტში, რომელიც 15-16 ივნისს გაიმართება, 100-მდე ქვეყანა და საერთაშორისო ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას.

”მშვიდობის სამიტი საშუალებას მისცემს გლობალურ უმრავლესობას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ისეთ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია მსოფლიოში ყველასთვის: ბირთვული და სასურსათო უსაფრთხოება, სამხედრო ტყვეების და ყველა დეპორტირებული პირის, განსაკუთრებით დეპორტირებული უკრაინელი ბავშვების, დაბრუნება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, 15-16 ივნისს შვეიცარია მშვიდობის სამიტს უმასპინძლებს, რომელზეც რუსეთი არ მიუწვევიათ და რომელსაც რუსეთის ფედერაცია რეალურ სამშვიდობო ინიციატივად არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ინფორმაციით, მშვიდობის გლობალურ სამიტში 92 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას, მათგან 57 უმაღლეს - პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. კიდევ 29 ქვეყანა მინისტრების - ძირითადად საგარეო უწყებების ხელმძღვანელების - დონეზე იქნება წარმოდგენილი. 6 ქვეყანა ელჩებს გააგზავნის: ინდონეზია, ისრაელი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სამხრეთ აფრიკა, ფილიპინები და ბრაზილია. ბრაზილია და ვატიკანი დამკვირვებლების და არა სამიტის მონაწილე სტატუსში იქნებიან. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩინეთის დელეგაცია სამიტს არ დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს