რუსეთში, „მოროზოვსკის“ აეროდრომს 70-ზე მეტი უკრაინული დრონი დაესხა თავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის განცხადებით, 14 ივნისის ღამეს უკრაინულმა ძალებმა რუსეთის „მოროზოვსკის“ აეროდრომზე თავდასხმისთვის მინიმუმ 70 დრონი გამოიყენეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ბუდანოვის თქმით, ოპერაცია უკრაინის ტერიტორიიდან დაიწყო და აეროდრომს, სულ მცირე, 70 და, შესაძლოა მეტი, უკრაინული Dragon-ის და Splash-ის დრონით დაარტყეს.

ბუდანოვის განმარტებით, ზარალის შეფასება მიმდინარეობს.

„ველოდებით ინფორმაციას განადგურებული თუ დაზიანებული თვითმფრინავების შესახებ“, - აღნიშნა ბუდანოვმა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო უკრაინული დრონებით მეორე მასშტაბური თავდასხმა „მოროზოვსკზე“ ბოლო ორი თვის განმავლობაში. ბუდანოვმა ასევე განაცხადა, რომ ბაზაზე თავდასხმა განმეორდება.

კერძოდ, კითხვაზე, გეგმავენ თუ არა უკრაინული ძალები მორიგ საჰაერო თავდასხმას ამ აეროდრომზე, ბუდანოვმა უპასუხა: „დიახ“.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წუხელ საჰაერო თავდაცვის ძალებმა რუსეთის ტერიტორიასა და დროებით ოკუპირებული ყირიმში 87 უკრაინული დრონი გაანადგურეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს