მედია - ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე გერმანიის გამო ვერ შეთანხმდა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი გერმანიის პოზიციის გამო ვერ შეათანხმა, - ინფორმაციას Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

Reuters-ის წყაროების თანახმად, გერმანიამ, ქვეყნის ინდუსტრიაზე პოტენციური გავლენის გამო, გააპროტესტა პუნქტი, რომლის თანახმადაც სანქციების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ევროკავშირის კომპანიებს ეკისრება.

ევროკავშირის 27 ქვეყნის ოფიციალური პირები ერთ თვეზე მეტია მსჯელობენ პაკეტზე, რომელიც მოიცავს რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) გადაზიდვის აკრძალვას და გეგმას, რომ ევროკავშირის ოპერატორები პასუხისმგებელნი იყვნენ მესამე ქვეყნებში მათი შვილობილი კომპანიებისა და პარტნიორების მიერ სანქციების დარღვევისთვის.

მოსალოდნელი იყო, რომ ევროკავშირი ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცებას შვეიცარიაში დაგეგმილ მშვიდობის გლობალური სამიტის დაწყებამდე გამოაცხადებდა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს