გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით, გიდებისა და ტუროპერატორებისათვის საინფორმაციო ტური „შეიცანი ქვემო ქართლი“ ჩატარდა. ინფორმაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო ტური მხარის ტურისტული ღირსშესანიშნაობების პოპულარიზაციას და ცნობადობის ამაღლებას ისახავდა მიზნად.

„ტურიზმი ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელსაც აქვს პოტენციალი, განავითაროს რეგიონში სამეწარმეო საქმიანობა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს არსებული სოციალური ვითარება.

ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში უხვად ვხდებით სხვადასხვა ისტორიულ ძეგლებსა თუ ღირსშესანიშნავ ადგილებს, თუმცა ამ დიდი ტურისტული პოტენციალის სრულად ათვისება დღემდე, ბოლომდე ვერ ხერხდება. სწორედ ამიტომ, საქართველოს გიდების ასოციაციის წარმომადგენლებისა და ტუროპერატორებისათვის შედგა საინფორმაციო ტური, რომელმაც დმანისსა და ბოლნისში არსებული ღირსშესანიშნაობების ნაწილი მოიცვა. ტურს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე ესწრებოდა.

ტურის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უფრო ახლოს გასცნობოდნენ ბოლნისისა და დმანისის ისტორიულ ძეგლებს, რაც ქვემო ქართლში ვიზიტორთა ახალი ნაკადების მოზიდვას და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს