რუმინეთმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე დასასწრებად რუს დეპუტატებს  ვიზის გაცემაზე უარი უთხრა

რუმინეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს უარი უთხრა ვიზების გაცემაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 29 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით ბუქარესტში გაიმართება, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგორი კარასინმა „ტელეგრამზე“ დაწერა.

კარასინის თქმით, რუსეთის ფედერაციამ რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიიღო ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის არცერთ წევრს არ ექნება ვიზა და არ მიეცემა ქვეყანაში შესვლას უფლება.

რუსული მედია ასამბლეის სამდივნოზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის დელეგაციამ ორჯერ განაცხადა უარი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობაზე - 2023 წლის შემოდგომაზე ერევანში და 2024 წლის ზამთარში ვენაში. ამასთან, ვიზების მიღებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, რუსი პარლამენტარები არ ესწრებოდნენ ასამბლეის შეხვედრებს დიდ ბრიტანეთსა და კანადაში 2022 და 2023 წლებში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება