შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 სესიაში მიიღო მონაწილეობა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ - ალექსანდრე დარახველიძემ საქართველოს დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ნიუ-იორკში გაეროს ეგიდით გამართულ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის“ (CRPD) ხელშემკვრელ მხარეთა კონფერენციის მე-17 (COSP17) სესიაში.

შსს-ს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღო ორმხრივ შეხვედრებში გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის თავმჯდომარესთან - გერტრუდ ოფორივა ფეფოამესთან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ დანიშნულ სპეციალურ მრჩეველთან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების საკითხებში - სარა მინკარასთან.

„ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ალექსანდრე დარახველიძე, ასევე, დაესწრო შეხვედრას მრგვალი მაგიდის ფორმატში თემაზე - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები რისკის შემცველ და საგანგებო სიტუაციებში“. შეხვედრის ფარგლებში მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართა მონაწილეებს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ სფეროში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ასევე გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებში მხარეებმა არსებულ გამოწვევებსა და ამ გამოწვევების გადაჭრის შესაძლო გზებზე ისაუბრეს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება