შვეიცარიის პრეზიდენტი - საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოამზადოს ნიადაგი უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის

შვეიცარიის პრეზიდენტი, ვიოლა ამერდი აცხადებს, რომ უკრაინასა და რუსეთს რაღაც მომენტში მოუწევთ პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა და ამისთვის საერთაშორისო საზოგადოებამ ნიადაგი უნდა მოამზადოს.

შვეიცარიის პრეზიდენტმა ქალაქ ბიურგენშტოკში მშვიდობის გლობალური სამიტის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონფერენციის მიზანია სამშვიდობო პროცესისთვის სულის ჩადგმა და ამ მიმართულებით კონკრეტული ზომების მიღება.

შვეიცარიის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით ყველაზე სერიოზულად დაარღვია წესებზე დამყარებული სამშვიდობო წესრიგი, რომელიც გაერო-ს წესდებას ეფუძნება.

„თუ ჩვენ გვსურს მშვიდობისკენ მიმავალი პროცესის შთაგონება, მომავალში, რაღაც მომენტში მასში რუსეთიც უნდა ჩაერთოს. ეს ყველასთვის ნათელია", - განაცხადა ვიოლა ამერდმა და დასძინა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია "მოამზადოს ნიადაგი მეომარ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებისთვის. სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ".

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს