„ლელო“ იწყებს კამპანიას - „მეგზური ევროპაში“

„ლელო“ იწყებს კამპანიას - „მეგზური ევროპაში“, რომელიც საზოგადოებასთან პარტიის ლიდერთა პირდაპირ კომუნიკაციასა და ამ გზით „ლელოს“ პროგრამულ პრიორიტეტებსა და ხედვებზე ხალხის ინფორმირებას გულისხმობს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

პარტიის ცნობით, „ლელოს“ პირველი სივრცე დღეს თბილისი ცენტრალში გაიხსნა.

„ვიყენებთ შესაძლებლობას იმისთვის, რომ ხალხს გავაცნოთ ჩვენი საპროგრამო ხედვები, მათ შორის, როგორ წარმოგვიდგენია ამ ქვეყნის განვითარება და მომავალი. დღეს აქ შევიკრიბეთ პარტიის ლიდერები იმისათვის, რომ ეს კონკრეტული გზავნილები მივიტანოთ იმ ხალხთან, რომელიც ამ სივრცეში ძალიან დიდი რაოდენობით გადაადგილდება“,- აცხადებს „ლელოს“ თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი საბა ბუაძე.

„ლელოს“ საპარლამენტო მდივნის ლანა გალდავას განცხადებით კი, „მეგზური ევროპაში“, გულისხმობს იმას, რომ „ლელოს“ ფასეულობებსა და პროგრამულ სულისკვეთებას მოსახლეობას გააცნობენ.

„დღეს თბილისი ცენტრალის შენობაში გავხსენით ახალი სივრცე და დავიწყეთ ახალი კამპანია „მეგზური ევროპაში“, რაც იმას გულისხმობს, რომ ჩვენს ფასეულობებს, პროგრამულ სულისკვეთებას და ხედვებს გავაცნობთ მოსახლეობას. მათ აქვთ სურვილი, პირისპირ გაესაუბრონ პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, ამიტომაც, ვხვდებით მათ“, - აცხადებს ლანა გალდავა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება