დიმიტრი პესკოვი ვლადიმერ პუტინის ე.წ. სამშვიდობო ინიციატივაზე დასავლეთის რეაქციაზე - კეთდება არაკონსტრუქციული ხასიათის ოფიციალური განცხადებები

შვეიცარიის სამიტის მონაწილეებისთვის კრემლი არაფრის გადაცემას არ გეგმავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ გვინდა შემდეგ ჯერზე უფრო არსებით და პერსპექტიულ ღონისძიებაზე შევიკრიბოთ,” - აღნიშნა პესკოვმა.

მისი მტკიცებით, შვეიცარიის კონფერენციაზე და ღონისძიების მონაწილეები განიხილავენ არა უკრაინაში მშვიდობის მიღწევის საკითხს, არამედ მხოლოდ ჰუმანიტარულ და ნახევრად ჰუმანიტარულ თემებს.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა შვეიცარიაში ღონისძიების მონაწილეების რეაქციას ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ ე.წ. სამშვიდობო ინიციატივის მიმართ, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.

„არის ბევრი ოფიციალური რეაქცია, არაკონსტრუქციული ხასიათის ოფიციალური განცხადებები", - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება