მშვიდობის გლობალური სამიტის კომუნიკე - ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ერთგულებას

მშვიდობის გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკეს პროექტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს, რომელიც დოკუმენტის პროექტის ტექსტს გაეცნო.

„კერძოდ, ჩვენ ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარისგან ან ძალის გამოყენებისგან თავის შეკავების ვალდებულებას ვადასტურებთ. ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას ყველა სახელმწიფოს, მათ შორის უკრაინის, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების მიმართ, მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მათ შორის ტერიტორიულ წყლებში და დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის, როგორც საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ“, - ნათქვამია დოკუმენტში.

პროექტი ოკუპირებული ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებას ითვალისწინებს.

„ნებისმიერი მუქარა ან ბირთვული იარაღის გამოყენება უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის კონტექსტში მიუღებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დეკლარაციის პროექტი რუსეთს სურსათის უსაფრთხოების იარაღად გამოყენების შეწყვეტისკენ და პორტებში კომერციული გემების თავისუფლად და უსაფრთხოდ დაშვების აღდგენისკენ მოუწოდებს.

ასევე, პროექტი სრული გაცვლის გზით ყველა პატიმრის გათავისუფლებასა და ყველა უკანონოდ დეპორტირებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებას მოითხოვს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს