დონალდ ტრამპი - ზელენსკი შეიძლება საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, 60 მილიარდი დოლარით მიდის

ზელენსკი შეიძლება საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს, ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აქედან 60 მილიარდი დოლარით მიდის, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში, Turning Point USA-ის მიერ ორგანიზებულ წინასაარჩევნო ღონისძიებაზე განაცხადა.

„ზელენსკი შეიძლება იმ პოლიტიკოსებს შორის, რომელთაც ოდესმე უცხოვრიათ, საუკეთესო გაყიდვების აგენტი იყოს. ყოველ ჯერზე, როდესაც ის ჩვენს ქვეყანაში ჩამოდის, აქედან 60 მილიარდი დოლარით მიდის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მას „ზელენსკი მოსწონს“ იმის გამო, თუ როგორ გაუმკლავდა იგი სკანდალს, რომელმაც დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პირველი მცდელობა გამოიწვია.

„ის ახლახან, ოთხი დღის წინ, 60 მილიარდით წავიდა. სახლში მიდის და აცხადებს, რომ კიდევ 60 მილიარდი სჭირდება და ეს არასდროს ჩერდება, არასდროს ჩერდება. მე ამ საკითხს თეთრი სახლის არჩეული პრეზიდენტის რანგის დაკავებამდე მოვაგვარებ“, - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება