კახა კალაძე - პრეზიდენტის განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული, ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები

განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, - ასე აფასებს თბილისის მერი, კახა კალაძე პრეზიდენტის განკარგულებას ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელების, მწვრთნელების, ფედერაციის წარმომადგენლებისა და პერსონალის ღირსების ორდენითა და ღირსების მედლით დაჯილდოების შესახებ.

როგორც კალაძემ განმარტა, სიაში არ არიან ის ადამიანები, ვინც იბრძოდა გამარჯვებისთვის.

„არ ვიცი, რა დგას ამის უკან. აბსოლუტურად გაუგებარი იყო, როგორც შემდეგ გაირკვა, თქვეს, რომ განკარგულება გამოცემული გვქონდა, ხალხისთვის არ გვითქვამს, დამალულად გავაკეთეთო. ეს გამოვიდა.

რამდენი ხანია, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ჩვენი წარმატებული ფეხბურთელები, მთლიანად გუნდი წარადგინა ღირსების ორდენზე, არავის ამოუღია ხმა. მას შემდეგ, რაც მე გავაკეთე განცხადება და ვთქვი, რომ ამდენი ხანია სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი არ აჯილდოებს სპორტსმენებს, თქვეს, რომ მაისის თვეში გამოვეცითო და არ ვსაუბრობდითო. განკარგულებაში უამრავი ადამიანია გამოტოვებული. ეროვნული ნაკრების გადასაწყვეტია რამდენად უღირთ ასეთი ორდენები, კოლეგები და ადამიანები, ვინც მათთან ერთად იბრძოდა, წვლილი აქვს შეტანილი ამ გამარჯვებაში გამოტოვა და დანარჩენს მისცა“,- აღნიშნა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს