კახა კალაძე - თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ქვეყანამ ევროპულ გზაზე, ეს „ქართული ოცნების“ დამსახურებაა მოსახლეობასთან ერთად - სხვა გზა მე არ ვიცი

საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი. თუკი რაიმე წარმატებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ ამ გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად,- ასე შეაფასა თბილისის მერმა, კახა კალაძემ უკრაინის მშვიდობის სამიტზე მსოფლიო ლიდერების განცხადებები.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს ევროპულ კურსთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადებები არის სპეკულაციები, სიცრუე და ბინძური კამპანიის ნაწილი.

„სხვა გზა მე არ ვიცი, ერთადერთი გზა არის ევროპული მომავალი. ეს მიზანმიმართული სპეკულაციები და განცხადებები არის სიცრუე და იმ ბინძური კამპანიის ნაწილი, რომელიც „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით მთელი თვეების განმავლობაში იყო“,-განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას, „მსოფლიო ლიდერები გვატყუებენ?“

„კი, სამწუხაროდ, იყო სიცრუის კამპანია ისევე, როგორც სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილზე გახსოვთ, რომ გვეუბნებოდნენ, მგონი, ყოველდღე ასჯერ „კვდებოდა“. ვინ არ იყო აღნიშნულ კამპანიაში ჩართული, გვარები არ მახსოვს, შეგიძლიათ მოიძიოთ და ანბანის მიხედვით ჩამოთვალოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და კონკრეტული ლიდერები, ვინც ამ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებდნენ, პირდაპირ ტოლობის ნიშანს სვამდნენ სააკაშვილის გათავისუფლებასა და კანდიდატის სტატუსს შორის. საოცარი პერიოდი გამოვიარეთ. სამწუხაროდ, დღესაც გრძელდება ეს ზეწოლა, თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა, ვერავინ შეძლებს იმას, რომ საქართველომ უკრაინის ბედი გაიზიაროს. ის უბედურება და სამწუხარო სიტუაცია, რომელიც უკრაინაში გვაქვს, საქართველოში არ მოხდება. შენარჩუნდება მშვიდობა და ქვეყანა ეკონომიკურად გაძლიერდება“, - განაცხადა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება