კახა კალაძე ჟურნალისტს - ამერიკული სანქციები არ არსებობს, არსებობს ამერიკული მეგობრობა, ევროპულ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით - ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ

ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და კიდევ უფრო მეგობრული გახდება.

„ამერიკული სანქციები არ არსებობს. არსებობს ამერიკული მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, გადაიტვირთება, კიდევ უფრო მეგობრული გახდება. რა თქმა უნდა, ჩვენი გზა არის ევროპა, ევროპული მომავალი, ინტეგრაცია, ამ გზაზე „ქართულმა ოცნებამ“ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან. ეს გზა არის შეუქცევადი, რაც არ უნდა ზეწოლა იყოს, პრობლემების შექმნის მცდელობა, ამ გზას გავაგრძელებთ, ღირსეულად ვივლით“, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ექნება თუ არა პრობლემა, თუ „სანქციების პირობებში ევროპის ქვეყნებში ვერ წავა“ კალაძე პასუხობს: “თქვენ ჩემს წასვლა-წამოსვლაზე არ იდარდოთ, ძალიან გთხოვთ“.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება