დმიტრო კულება - ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ

ჩვენ გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ შვეიცარიაში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ დადგება მომენტი, როდესაც რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება. მაგრამ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა: ჩვენ რუსეთს ულტიმატუმების ენით საუბრის უფლებას არ მივცემთ, როგორც ახლა საუბრობს“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მშვიდობის სამიტზე ერთობლივ დეკლარაციაზე მუშაობა დასრულებულია, რომლის ტექსტი დაბალანსებულია და უკრაინისთვის პრინციპული პუნქტები გათვალისწინებულია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება