ვოლოდიმირ ზელენსკი - დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა

დანიიდან F-16-ები უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შვეიცარიაში, მშვიდობის სამიტის ფარგლებში, დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შეხვედრის დროს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა F-16-ის თვითმფრინავების გადმოცემის მზადების მომდინარეობა განგვეხილა, რომლებიც უკრაინაში უახლოეს მომავალში ჩამოვა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დანიის პრემიერ-მინისტრთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხიც განიხილა.

„მშვიდობის სამიტში მონაწილეობისთვის და მშვიდობის ფორმულის განხორციელებაში გლობალური სამხრეთის ჩართვაში დანიის აქტიური დახმარებისთვის მეტე ფრედერიქსენის მადლობელი ვარ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს