დიმიტრი ლუბინეცი - უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ ხელი მოაწერა

უკრაინის მშვიდობის სამიტის დასკვნით კომუნიკეს 80-მა სახელმწიფომ და 4-მა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა, - ამის შესახებ

ინფორმაციას უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი, დიმიტრი ლუბინეცი ავრცელებს.

კომუნიკეს რამდენიმე სახელმწიფომ, მათ შორის საუდის არაბეთმა, ინდოეთმა, ტაილანდმა, მექსიკამ, სამხრეთ აფრიკამ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი არ მოაწერეს. თავი შეიკავა სომხეთმა, ასევე, ბრაზილიამ და ვატიკანმა, რომლებიც შვეიცარიაში დამკვირვებლების სტატუსით იმყოფებოდნენ.

კომუნიკე მშვიდობის სამიტზე განხილულ სამ ძირითად თემას მოიცავს - ჰუმანიტარულ, ბირთვულ და სურსათის უსაფრთხოების საკითხებს.

ასევე, გლობალური სამიტის ერთობლივი კომუნიკე უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას ადასტურებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება