თამარ გაბუნიამ, „ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა.

„თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია, დემოგრაფიული სიტუაციისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.

კონფერენციაში, სხვადასხვა რეგიონის, 200-ამდე ექიმმა მიიღო მონაწილეობა. საპატიო თავმჯდომარე იყო მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე.

ღონისძიებაზე, დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა, კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება