იენს სტოლტენბერგი - ნატო ბირთვული იარაღის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანას განიხილავს

ნატო, რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან მზარდი საფრთხის ფონზე, მეტი ბირთვული იარაღის განთავსებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ბლოკმა მსოფლიოს თავისი ბირთვული არსენალი უნდა აჩვენოს, რათა პირდაპირი მესიჯი გაუგზავნოს მტრებს.

იენს სტოლტენბერგის განმარტებით, ალიანსის წევრებს შორის მიმდინარეობს პირდაპირი კონსულტაციები რაკეტების საცავიდან ამოღებისა და მათი საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის შესახებ, რაც შემაკავებელი ფაქტორი უნდა იყოს.

„არ შევეხები ოპერაციულ დეტალებს იმის შესახებ, თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ,” - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

მისი მტკიცებით, ბირთვული გამჭვირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი უფრო საშიში მსოფლიოსთვის მოამზადოს.

„გამჭვირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანია, რა თქმა უნდა, მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ მანამ, სანამ ბირთვული იარაღი იარსებებს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ ალიანსად, რადგან მსოფლიო, სადაც რუსეთს, ჩინეთს და ჩრდილოეთ კორეას აქვთ ბირთვული იარაღი, ნატოს კი არა, უფრო საშიში მსოფლიოა“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება