უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი - ვლადიმერ პუტინმა, უკრაინაში დამარცხების შემთხვევაში, შესაძლოა, ბირთვული იარაღი გამოიყენოს

რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა, შეიძლება, ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს,­ თუ რუსეთის არმია უკრაინაში დამარცხდება, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ლიტვინენკომ The Times-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუ რუსეთი კატასტროფული დამარცხების ზღვარზე აღმოჩნდება“, - განაცხადა ლიტვინენკომ.

მისი თქმით, ასეთმა დამარცხებამ, შეიძლება, გამოიწვიოს რუსეთის ფრონტების დაშლა, დეზერტირები ჯარიდან და პროტესტი მოსკოვში.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, არ არსებობს იმის ალბათობა, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, სანამ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს.

ასევე, მისი თქმით, ამ შემთხვევაშიც, დიდი ალბათობით, რუსეთი გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, რომელსაც ნაკლები ძალა აქვს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პუტინმა სტრატეგიული ბირთვული იარაღი გამოიყენოს, რაც თითქმის უეჭველად, მესამე მსოფლიო ომის პროვოცირებას გამოიწვევს.

ლიტვინენკო ასევე განმარტავს, რომ რუსეთის დამარცხება უკრაინის ბრძოლის ველზე ავტომატურად არ გამოიწვევს მოსკოვის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენებას, რადგან პუტინი შეიძლება შეეცადოს დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ ასეთი დამარცხება რეალურად გამარჯვებაა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება