საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გორი-ქარელის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გორი-ქარელის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს - აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე 19 ივნისს 08:00-დან 17:00 საათამდე ვარიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.

„გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გორი-ქარელის მაგისტრალური გაზსადენის გორის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 19 ივნისს 08:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ვარიანის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.

კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გორის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალდაბა, ვარიანი, არაშენდა, ერგნეთი, ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, მეღვრეკისი, თედოწმინდა, საქაშეთი, ფხვენისი, ყელქცეული, შინდისი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება