განათლების სამინისტრო - 2024 წლის 1-ელი ივლისიდან მასწავლებელთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ იზრდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების ახალი პოლიტიკა და პედაგოგთა ანაზღაურება უპრეცედენტოდ გაიზრდება, - ამის შესახებ ნათქვამია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ცნობით, მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მიწოდებაა, რის წინაპირობასაც პედაგოგებისთვის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა წარმოადგენს.

„სწორედ ამას ემსახურება ახალი სახელფასო სისტემა, რომელიც ითვალისწინებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული საგაკვეთილო საათების რაოდენობას, სამუშაო სტაჟს, აკადემიურ ხარისხს და, რა თქმა უნდა, არსებულ სტატუსებს.

ახალი პოლიტიკის თანახმად, საჯარო სკოლის ყველა სტატუსიან მასწავლებელს და სპეციალურ მასწავლებელს ხელფასი საშუალოდ 500 ლარით გაეზრდება. დღეს, სისტემაში დაახლოებით, 52 000-ზე მეტი პედაგოგია და მათგან საშუალოდ 500 ლარით ხელფასი 21 000-მდე მასწავლებელს, 600 ლარით - 8000-მდე, 700 ლარით - 5000 -მდე, 800 ლარით - 3000 - მდე პედაგოგს ეზრდება, რაც ჯამში მასწავლებელთა 70%-ზე მეტს შეადგენს. დაახლოებით, 25% მასწავლებელს ხელფასი 300-დან 400-ლარამდე ეზრდება. აღსანიშნავია, რომ არც ერთი მასწავლებელი არ დარჩება ანაზღაურების მატების გარეშე, მინიმუმ, 200-ლარიანი მატება, მცირე საათობრივი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეეხება აბსოლუტურად ყველა პედაგოგს. ასეთია დაახლოებით მასწავლებელთა 5%.

სახელფასო რეფორმის პარალელურად, ასევე იწყება მუშაობა კარიერული სქემის განვითარებაზე. ამ მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში იქმნება სპეციალური ინკლუზიური კომისია ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით. საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ კვლევებზე დაფუძნებულ გაუმჯობესებულ მოდელს სამუშაო ჯგუფი მიმდინარე წლის ბოლომდე შეიმუშავებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს