ლაშა ფარულავა - ჩვენ ვხედავთ, შიდა კლანურ დაპირისპირებას ორ ბანდიტურ ჯგუფს შორის, რომელიც ერთის მხრივ წარმოდგენილია როგორც სამართალდამცავი უწყება, მეორეს მხრივ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი

ჩვენ ვხედავთ, შიდა კლანურ დაპირისპირებას ორ ბანდიტურ ჯგუფს შორის, რომელიც ერთის მხრივ წარმოდგენილია როგორც სამართალდამცავი უწყება, მეორეს მხრივ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი. ეს არის რეალურად ივანიშვილის მართვის მოდელი, ივანიშვილის პარტია ყველანაირად ხელს უწყობს დაპირისპირებას,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ განაცხადა, რომელიც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილსა და ქვემო ქართლის ვიცე გუბერნატორს, გიორგი სინჯიკაშვილს შორის სავარაუდო ინციდენტის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, მმართველი პარტია დაპირისპირებას უწყობს ხელს და მიიჩნევს, რომ ძალოვანი უწყება ჩამოშლილია.

„ივანიშვილის პარტიას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა, მხოლოდ ძალოვან უწყებებს ეყრდნობა, რომლებიც გარდაიქმნენ ბანდიტურ დაჯგუფებად. ახლა ჩვენ ვხედავთ შიდა კლანურ დაპირისპირებას ორ ბანდიტურ ჯგუფს შორის, რომელიც ერთის მხრივ წარმოდგენილია როგორც სამართალდამცავი უწყება, მეორეს მხრივ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატი.

ეს არის რეალურად ივანიშვილის მართვის მოდელი და ცხადია, იმის ნაცვლად, რომ იწყებოდეს გამოძიება და კონკრეტული ადამიანები იყვნენ დაკავებულები, ჩვენ ამ კუთხით ვერაფერს ვხედავთ. ვხედავთ მხოლოდ იმას, რომ ივანიშვილის პარტია ყველანაირად ხელს უწყობს დაპირისპირებას და მათ შორის ძალოვანი უწყება მთლიანად არის ჩამოშლილი“, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება