ფინანსთა მინისტრი - როცა სანქციებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ მისი ეფექტი - აშშ-ის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია

ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ამერიკულ სანქციებთან დაკავშირებით განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, სანამ სანქციების მასშტაბები არ გახდება ცნობილი, მის გავლენებზე საუბარი ნაადრევია.

„როდესაც სანქციებზე და მის გავლენებზე ვსაუბრობთ, ჯერ უნდა ვნახოთ რას ეხება, მერე შევაფასოთ ამ სანქციების ეფექტი. ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი, ვისაუბროთ იმაზე თუ რა გავლენა ექნება მას. ან ექნება თუ არა. სავარაუდოდ ვსაუბრობთ ამ ეტაპზე ყველაფერზე. ამიტომ, უნდა ვნახოთ რა იქნება და რა მასშტაბით. ამ დროისთვის, ასეთი ტიპის შეზღუდვა [აშშ-ს ვიზის შეზღუდვასთან დაკავშირებით] ჩემთვის ცნობილი არ არის. გაცხადებული რომაა და მუშაობა რომ მიმდინარეობს, გასაგებია, თუმცა ეს არ არის საკმარისი რაიმე ტიპის ანალიზისთვის. ამერიკის ვიზა მაქვს, მაგრამ სავიზო რეჟიმის შეწყვეტასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მომსვლია“,- განაცხადა მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება