გია ვოლსკი - იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა - ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები

იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა - ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილი ამ კონსულტაციების შედეგები, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სიებთან დაკავშირებით მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს, მაგრამ "ამას ინტენსიური ხასიათი უახლოეს პერიოდიდან მოყოლებული ექნება".

"იმის თქმა, რომ ბიძინა ივანიშვილი ადგენს სიებს არასწორია, უსამართლოა, იმიტომ რომ 2011 წლიდან მოყოლებული, ბიძინა ივანიშვილის მიერ არასდროს, არც ერთი გადაწყვეტილება არ ყოფილა, რომ არ ჰქონოდეს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები გუნდის წევრებთან. პოლიტსაბჭოს წევრი ვარ და ამ საკითხებთან მიმართებაში მე არ მგონია, რომ რაიმე ახალი შემოიტანოს დღევანდელობამ, რომ ერთმა კაცმა თუნდაც, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტოს ვინ იქნება და ვინ არ იქნება სიაში. ამაზე საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობს და მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება გამოტანილო ამ კონსულტაციების შედეგები," - განაცხადა ვოლსკიმ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს