ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა

ბაგების დასახლებაში, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან, გზის გაფართოების მიზნით, ხიმინჯოვანი რკინაბეტონის საყრდენი კედელი მოეწყობა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რამდენიმე სასწავლო დაწესებულება და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ორგანიზაციაა განთავსებული, გზის სივიწროვის გამო კი სავალ ნაწილზე ავტომობილებს ორმხრივად გადაადგილება უჭირთ.

„მოსახლეობა წლებია აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვს. გზის უსაფრთხოების მიზნით, აუცილებელია ფერდზე საყრდენი კედლის მშენებლობა. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და ხუთ თვეში დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ბაგების დასახლებაში ამჟამად მიმდინარე საგზაო სამუშაოებზეც ისაუბრა.

„ბაგების დასახლებაში მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მიწისქვეშა კომუნიკაციებით, რაც ავარიულ მდგომარეობაში იყო. მოეწყობა ტროტუარი, გაჩნდება საპარკინგე არეალები. მიხარია, რომ დედაქალაქში ასეთი მნიშვნელობის პროექტები ხორციელდება. ყველა ინფრასტრუქტურული სამუშაოს დროს პირველი რასაც ვაკეთებთ, კომუნიკაციებს ვცვლით, რაც გარკვეულ შეზღუდვებსაც იწვევს, რის გამოც ბოდიშს ვუხდით საზოგადოებას, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება