განათლების მინისტრი ჟურნალისტს - დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა

დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა, - ასე მიმართა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტს.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, მისი მოხსნის შესახებ „ფორმულას“ ინფორმაცია „ფეიკია“.

„გამალებით, ძალიან, ძალიან სანდო წყარო გყავდათ, მეგონა, რომ ეს წყარო ჩემი ან პრემიერის კაბინეტში იჯდა და მყისიერ გადაწყვეტილებას თქვენ გაწვდიდათ. 3 კვირის განმავლობაში მომხსენით, თან არ ჩერდებოდით, ჰაერიდან, რაღაც ჩასუნთქულ ამბავზე. რა პასუხი უნდა გამეცა, რომ არა, არ მხსნიანო? სასაცილოა უბრალოდ, მერამდენე „ფეიკით“ თქვენს სიტყვას დაუკარგეთ ძალა. საზოგადოებამ ისედაც იცის, თქვენი „ნიუსების“ 99% რომ მოგონილია და რეალობას არ შეესაბამება, აგერ დასტურდება, ერთი თვე გავიდა და ვდგავარ ფეხზე. დაგამშვიდებთ თქვენ და თქვენს ტელეარხებსაც, რომ მე მგონი, ჯერ კიდევ კარგ ხანს მოგიწევთ ჩემი ამ რანგში ხილვა“, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს