საქართველოს ეროვნული ბანკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობას გააფართოებს

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა ვენაში, ევროპის ცენტრალური ბანკების თანამშრომლობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრა ცენტრალური ბანკების ევროპული სისტემის (ESCB) ეგიდით შედგა და საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ქვეყნების ეროვნული ბანკებისა და კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლები.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ედილაშვილმა, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით მიმდინარე ტექნიკური დახმარების პროექტები გააცნო.

მან ასევე ისაუბრა ევროკავშირთან და წევრი ქვეყნების ეროვნულ ბანკებთან სხვადასხვა მიმართულებით დამატებით თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვა თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, რომლის ფარგლებშიც დეტალურად მიმოვიხილეთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ცენტრალურ ბანკებთან სამომავლო თანამშრომლობა. გადაწყდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით გავაგრძელებთ საქმიანობას ახალი პროექტების განსახორციელებლად“, - აღნიშნა გიორგი ედილაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება