გიორგი ამილახვარი - მე გახლავართ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი და არა სტუდენტთა ნაკადების მართვის მინისტრი

მე გახლავართ განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი და არა სტუდენტთა ნაკადების მართვის მინისტრი, - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საპროტესტო აქციებში მონაწილე სტუდენტებზე განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.

როგორც ამილახვარმა აღნიშნა, ძალადობას და თავდასხმას გამართლება არ აქვს, ფაქტებს კი შესაბამისი უწყებები სწავლობენ.

„სტუდენტებს თავიანთი პოზიციები აქვთ, რომლის გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება აქვთ და ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს არასდროს, მითუმეტეს, ამ ბოლო მოვლენების კვალდაკვალ მათთვის ამის უფლება არ შეუზღუდავს, არც რუსთაველის გამზირზე, არც უნივერსიტეტის წინ და არსად. რა თქმა უნდა, ჩემი პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ახსენეთ, ზუსტად იგივეა, რაც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არავითარ ძალადობას და თავდასხმას გამართლება არ აქვს, აქ ორი აზრი არ არის, შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოები ამას იძიებენ და გამოიძიებენ კიდეც. თუმცა, არც პროვოკაციების მოწყობას არ აქვს არანაირი გამართლება, იყო რიგი პროვოკაციები... თავდასხმას და ძალადობას რა თქმა უნდა, ვგმობთ და შესაბამისი უწყებები ამას იძიებენ“, - განაცხადა ამილახვარმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება