ვეტერანმა ზვიად ხაჩიძემ ევროპის ჩემპიონატზე მკლავჭიდში კვლავ წარმატებით იასპარეზა

პოლონეთის ქალაქ იოვორზნოში, მკლავჭიდის საერთაშორისო ფედერაციის - IFA ს ეგიდით, ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობას მსოფლიოს 22 ქვეყნიდან სპორტსმენები იღებდნენ. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, 8 ათლეტის შემადგენლობით, რომელთა შორის, აფხაზეთის ომის ვეტერანი, ზვიად ხაჩიძეც იყო. ის პოლონეთში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და კომპანია „არემჯი გოლდის’’ მხარდაჭერით გაემგზავრა.

ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს ნაკრებმა, ჯამში, 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

„ზვიად ხაჩიძე, ვეტერან სპორტსმენთა შორის, მძიმე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მარცხენა ხელით ორთაბრძოლაში, ვეტერანი,მიღებული ტრავმის გამო, მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა,ხოლო მარჯვენა ხელით, ფინალში, პოლონელ მეტოქესთან იასპარეზა და მეორე ადგილს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრებმა, ჯამში, 6 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ზვიად ხაჩიძემ,თავისი წარმატებული გამოსვლით, ჩვენი ქვეყანა, არა ერთგზის ასახელა. მან, გასულ წელს, კუალა-ლუმპურში (მალაიზია) ვეტერან სპორტსმენთა შორის, წარმატებით იასპარეზა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა; 2022 წელს, კი, პოლონეთის ქალაქ რუმიაში გამართული ევროპის ჩემპიონატიდან, სამშობლოში, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედლით დაბრუნდა.

ზვიად ხაჩიძე მიღწეულს არ სჯერდება და მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც მიმდინარე წელს, საბერძნეთში გაიმართება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გულითადად ულოცავს ზვიად ხაჩიძეს მორიგ წარმატებას და ვეტერან სპორტსმენს მომავალშიც გამარჯვებებს უსურვებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება