აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, პარლამენტისთვის წარსადგენი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატი აირჩიეს

აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატად სოსო სტურუას წარუდგენს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ინფორმაციით, გადაწყვეტილება კანონმდებლებმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე მიიღეს, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - დავით გაბაიძე უძღვებოდა.

მათი ცნობით, კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, აჭარის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად - მეურვედ, სამი კანდიდატი წარუდგინოს. სამეურვეო საბჭოში უმაღლესი საბჭოს კვოტით უკვე ორი მეურვეა არჩეული.

დავით გაბაიძის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის საკონკურსო კომისიამ აჭარის უმაღლეს საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრის - მეურვეობის კანდიდატურის შესარჩევად 11 კონკურსანტი წარმოუდგინა: ემზარ დიასამიძე, მარინე გიორგაძე, ფირუზ ბოლქვაძე, გიორგი იაკობაშვილი, გიორგი ლაზიშვილი, იზაბელა ოსიპოვა, სოსო სტურუა, პაატა სურგულაძე, დონარა შონავა, მიხეილ ჩიკვილაძე და თამარ წილოსანი. მათგან, ღია კენჭისყრით, 11 ხმით (არცერთი წინააღმდეგი), უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი დაუჭირეს სოსო სტურუას კანდიდატურას.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს