კახა კალაძე - ამ შემთხვევაში გიორგი გახარია არაფერს წარმოადგენს, არც „ლელო“ - რასაც ეტყვიან, რასაც უბრძანებენ და დაავალებენ, იმას გააკეთებენ

ამ შემთხვევაში გიორგი გახარია არაფერს არ წარმოადგენს, არც - „ლელო“. რასაც ეტყვიან, როგორც უბრძანებენ, როგორც დაავალებენ, იმას გააკეთებენ,- ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გიორგი გახარიას განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს პარტია „ლელოა“, რომელთანაც ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

კალაძის თქმით, გიორგი გახარიასა და პარტია „ლელოს“ წევრებს რა სახის დაპირისპირება ჰქონდათ და როგორ მიმართავდნენ ერთმანეთს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს.

„ყველაფერს გადააბიჯეს, იმიტომ, რომ ეუბნებიან, რომ მათ ასე უნდა გააკეთონ, ასე ერთ პლატფორმაზე უნდა გაერთიანდნენ და ა.შ. ამას ეუბნებიან გარედან ისინი, ვინც მართავს რადიკალებს. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა, ნაცრის თვალში შეყრის მცდელობა. ვინ არიან ეს ადამიანები? ნახეთ „ლელოს“ შემდგენლობაში ვინ არის - ყველა არის „ნაციონალური მოძრაობის“ წიაღში აღმოცენებული ადამიანი, ასევე „გირჩი“, ზურა ჯაფარიძე, სად იყო ეს პატივცემული, რომელი პოლიტიკური პარტიის წევრი იყო? „ახალი“- გვარამია, მელია, სად იყვნენ ეს ადამიანები, რომელ პარტიას წარმოადგენდნენ ? რამე ახალია, ახალი დაიბადა რამე? იმ ბოროტების ნაწილი იყვნენ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენდა. ხაზარაძე-ჯაფარიძე შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრები არ იყვნენ, მაგრამ მათ სხვა დავალება ჰქონდათ და ისინი სხვანაირად მოქმედებდნენ. ეს ყველაფერი ცხადი და ნათელია“, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება