კახა კალაძე - ტყუილია ინფორმაცია, თითქოს მერიამ „კაფე მზიურის“ დამფუძნებელს საწარმოს გასხვისებასთან დაკავშირებით წინასწარ არ აცნობა

ტყუილია ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს თბილისის მერიამ სოციალური საწარმო „კაფე მზიურის“ გასხვისებასთან დაკავშირებით საწარმოს დამფუძნებელს, ანა გოგუაძეს წინასწარ არ აცნობა , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა, რომლის შემდეგაც, კაფე აუქციონის წესით გასხვისდება.

„მე ანა გოგუაძისგან არ მომისმენია განცხადება, რომ მერიამ კაფეს გასხვისებასთან დაკავშირებით არ შეატყობინა. თქვენ იტყუებით უბრალოდ. „ფორმულა“, კეზერაშვილის ტელევიზია რომ მოიტყუება, ამაში სიახლე არაფერია. თავად ანა გოგუაძესაც ჰქონდა გამოქვეყნებული წერილი, რომელიც მან შეტყობინების სახით მიიღო იმასთან დაკავშირებით, რომ ორწლიანი ხელშეკრულების ვადა ამოწურულია. რაც შეეხება სოციალური საწარმოს სტატუსს, გუშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ კაფეს აღნიშნული სტატუსი შეუნარჩუნდება. გამოცხადდება აუქციონი, რომელში მონაწილეობის უფლება, რა თქმა უნდა, როგორც სხვას, ისე ანა გოგუაძესაც ექნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს