ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, არავინ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება

ოპოზიციის სიხარული საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით ნაადრევია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, საქართველოს მოსახლეობა და ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება.

„მე მქონდა ბერლინში კომუნიკაცია რამდენიმე პრემიერ-მინისტრთან, რამდენიმე ვიცე-პრემიერთან, რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და მათში დავინახე აბსოლუტურად ჯანსაღი განწყობა. აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ოპოზიციის სიხარული არის ნაადრევი საქართველოს დასჯასთან დაკავშირებით. არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველო, არავინ არ აპირებს დასაჯოს საქართველოს მოსახლეობა, არავინ არ აპირებს დასაჯოს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, შესაბამისად, ყველაფერი იქნება კარგად ქვეყნისთვის და ცუდად ოპოზიციისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება