პრემიერი - ჯაფარიძემ თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება

ეს არის „ლელოს“ უსუსურობის კიდევ ერთი გამოხატულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბადრი ჯაფარიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომლის თანახმად, “ლელო” „ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციას არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯაფარიძემ ამით თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას.

„ეს საოცარი განცხადება იყო, წინასწარ არ გავერთიანდებით იმის გამო, რომ შეიძლება ვიღაცამ ხმა არ მოგვცესო, მაგრამ არჩევნების მერე გავერთიანდებითო. თვითონვე თქვა, რომ აპირებენ ამომრჩევლის მოტყუებას, მანამდე არ უნდა აჩვენონ ერთობა და მერე გაერთიანდნენ. ამომრჩეველს ასე როგორ მოვატყუებ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს