ირაკლი კობახიძე - როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან, ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება და ეწინააღმდეგება კანონმდებლობას

როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი ქალების მიერ რეგიონებში გამართულ შეხვედრებზე, რომელთა დამფინანსებელი, არსებული ინფორმაციით, არის NDI, რაზეც პრემიერმა აღნიშნა, რომ ასეთი პრაქტიკა კანონს ეწინააღმდეგება.

„ეს უკვე არის საარჩევნო რეჟიმი, როდესაც უცხოური დაფინანსებით კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენელი დეპუტატები დადიან და ანგარიშს აბარებენ მოსახლეობას, ეს არის პირდაპირი საარჩევნო აგიტაციის დაფინანსება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაბამისად, მიუღებელია. ამით ვერავითარ პრაქტიკულ გავლენას ვერ მოახდენენ საბოლოო ჯამში არჩევნების შედეგებზე, მაგრამ კანონს ასეთი პრაქტიკა პირდაპირ ეწინააღმდეგება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება