ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ყირიმისა და ქალაქ სევასტოპოლის უკანონო ანექსიის საპასუხოდ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მომავალი წლის 23 ივნისამდე გაახანგრძლივოს, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ამჟამად მოქმედი შემზღუდველი ზომები პირველად 2014 წლის ივნისში დაწესდა და მოიცავს ევროკავშირში უკანონოდ ანექსირებული ყირიმიდან ან სევასტოპოლიდან საქონლის იმპორტის, ასევე, ინფრასტრუქტურული ან ფინანსური ინვესტიციებისა და ტურისტული მომსახურების აკრძალვას.

გარდა ამისა, ევროკავშირის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ექვემდებარება გარკვეული საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი ყირიმში მოქმედი კომპანიებისთვის, ან უკანონოდ ანექსირებული ყირიმის გამოყენება ტრანსპორტის, ტელეკომუნიკაციებისა და ენერგეტიკის სექტორებში, ასევე, ნავთობის, გაზისა და მინერალური რესურსების მოსაპოვებლად და საწარმოებლად.

ევროკავშირი გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიას, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევას.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება