გიორგი დუგლაძე საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს უხელმძღვანელებს

გიორგი დუგლაძე, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა - შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.ინფრმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დუგლაძე სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს, მანამდე კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალური დირექტორის პოსტი ეკავა. სხვადასხვა წლებში გიორგი დუგლაძე კერძო სექტორში, რამდენიმე კომპანიაში წამყვან თანამდებობაზე მუშაობდა.

"დუგლაძეს განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ, ნორვიჩის უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით აქვს მიღებული.სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობას ირაკლი შენგელია შეასრულებს, რომელიც მანამდე ამავე უწყებაში მოადგილის პოზიციას იკავებდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს