დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს

დავით ასათიანი ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის (AEA-EAL) თავმჯდომარის არჩევნები 13 ივნისს ჩატარდა.

დავით ასათიანის თქმით, ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე მისი არჩევა ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს.

„მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპელ კოლეგებს იმ ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეს. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის პოზიციაზე ჩემი არჩევა საპატიო პასუხისმგებლობაა და ის ასევე, ქართული ადვოკატურის დამოუკიდებლობის, მისი განვითარებისა და ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის აღიარებაზე მიუთითებს, ისევე, როგორც წარმოადგენს ჩვენ მიმართ გამოხატულ კიდევ ერთ მკაფიო მხარდაჭერას. ევროპის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის რანგში, ჩემი მთავარი პრიორიტეტი უცვლელი იქნება და ეს ევროპის მასშტაბით იურიდიული პროფესიის გაძლიერებას წარმოადგენს და ემსახურება მიზანს, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო მხარდაჭერა გარდამავალი დემოკრატიის ქვეყნების ადვოკატებისა და ადვოკატთა ასოციაციების მიმართ იურიდიული პროფესიის ევროპულ ოჯახში მათი შემდგომი ინტეგრაციის მიზნით“, - განაცხადა დავით ასათიანმა.

როგორც ადვოკატთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეს არის პირველი პრეცედენტი ევროპის ადვოკატთა პროფესიული გაერთიანებების ისტორიაში, როდესაც ორგანიზაციის თავმჯდომარე ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის ადვოკატურის წარმომადგენელი გახდა.

დავით ასათიანი ამჟამად, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოზიციას საერთო საარჩევნო კრების გადაწყვეტილებით, მეორე ვადით იკავებს. ასევე, აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ის ევროპის ადვოკატთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

ევროპის ადვოკატთა ასოციაცია (AEA-EAL) 1986 წელს ევროპელმა ადვოკატებმა ბრიუსელში დააფუძნეს. ორგანიზაცია ევროპის მასშტაბით ადვოკატთა ასოციაციებს, იურიდიულ ფირმებსა და ინდივიდუალურ ადვოკატებს აერთიანებს. ასოციაციის საქმიანობა მიმართულია ევროპის ქვეყნებში ადვოკატის პროფესიის მხარდაჭერის, ადვოკატთა ასოციაციების გაძლიერებისა და სამართლის უზენაესობის დამკვიდრებისკენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება