15 ივნისს, ბათუმში, კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება

15 ივნისს, ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში, ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში გაიმართება დიდი ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო „დღეები მიდიან“.

მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის მიერ ორკესტრის თანხლებით წარმოდგენილ ვერსიებს სცენაზე შეასრულებენ ცნობილი მუსიკოს შემსრულებლები თამარ გვერდწითელი, გიორგი სუხიტაშვილი და სოფო ხალვაში.

მაყურებელს საშუალება ექნება კიდევ ერთხელ მოუსმინოს კომპოზიტორის უკვდავი ჰიტების საინტერესო მუსიკალურ ვერსიებს ყველასათვის საყვარელი და მონატრებული მომღერლების შესრულებით.

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

ფესტივალის პარტნიორები არიან კომპანია "Lucky Road", ლიდერი დეველოპერული კომპანია "არქი", Artizan Design Hotel, "გელათი რეზიდენსი", "რედისონ ბლუ ბათუმი", რესტორანი "ლუმი", "პალიტრა მედია ჰოლდინგი", Ambebi.ge, ტელეკომპანია "იმედი".

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს