Reuters - ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა, ერთ-ერთ მოადგილედ კი ნათესავი დანიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და ერთ-ერთ მოადგილედ ნათესავი დანიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის ოთხი მოადგილე გაათავისუფლა და მინისტრის ერთ-ერთ მოადგილედ, ანა ცივილევა დანიშნა, რომელიც რუსული მედიის ცნობით, ვლადიმერ პუტინის ბიძაშვილის ქალიშვილია.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელუსოვის პირველი მოადგილე ლეონიდ გორნინი იქნება. ასევე, თავდაცვის მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მიხეილ ფრადკოვის უმცროსი ვაჟი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე, პაველ ფრადკოვი გახდება.

ვლადიმერ პუტინის ბრძანებით, თავდაცვის მინისტრს 10-ის ნაცვლად 12 მოადგილე ეყოლება.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება