ლევან სამუშია - ჩვენი კარი თანამშრომლობისთვის ღიაა, მაგრამ ეს არა მექანიკური, არამედ ღირებულებითი ერთობა უნდა იყოს, წარსულის შეფასებაშიც უნდა ვთანხმდებოდეთ და მომავლის ხედვებშიც

"ლელომ” თავის დროზე თქვა, რომ ჩვენი კარი თანამშრომლობისთვის არის ღია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მექანიკური ერთობა, არამედ უნდა იყოს ღირებულებითი ერთობა, წარსულის შეფასებაშიც უნდა ვთანხმდებოდეთ და მომავლის ხედვებშიც, - ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა წევრმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, რითაც პარტია “საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას მიერ "პალიტრანიუსთან" გაკეთებული განცხადება შეაფასა, რომელმაც თქვა, რომ მის პარტიასთან ყველაზე ახლოს „ლელოა“ და ღიაა ნებისმიერი ფორმით თანამშრომლობისთვის.

როგორც სამუშიამ “პალიტრანიუსის” გადაცემაში “რეზიუმე” აღნიშნა, “ლელო” არ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მექანიკური ერთობით იხელმძღვანელებს.

“ლელო” შეიქმნა იმისთვის, რომ ორპოლუსიანობა არ ყოფილიყო. ასეთ საკითხებზე პოლიტსაბჭო მსჯელობს, ერთპიროვნული გადაწყვეტილება არ მიიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ, ჩვენს პოზიციას აუცილებლად დავაფიქსირებთ. “ლელომ” თავის დროზე თქვა, რომ ჩვენი კარი თანამშრომლობისთვის არის ღია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მექანიკური ერთობა, არამედ ღირებულებითი ერთობა, წარსულის შეფასებაშიც უნდა ვთანხმდებოდეთ და მომავლის ხედვებშიც. ეს არის მთავარი, მექანიკურ ერთობას არ მოაქვს შედეგი და ჩვენ არ ვართ ის გუნდი, რომელიც მექანიკური ერთობით იხელმძღვანელებს. ყველაფერს თავისი დრო აქვს, ამიტომ ყველაფერს თანმიმდევრულად შეიტყობთ”,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ამასთან, მისივე განმარტებით, “ლელომ” დიდი ხნის წინ გამოაცხადა მორატორიუმი, ამიტომ არ სურთ კონკრეტული პირების წარსულის გახსენება.

მამუკა ხაზარაძე პირველი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ ჩვენ [ლელო] მორატორიუმს ვაცხადებთ და არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ თავდასხმას არ ვაპირებთ. “ლელოს” პოზიცია ცნობილია, ეს თემა არ განიხილება, აქედან გამომდინარე, ამას შეიძლება წერტილი დავუსვათ. მორატორიუმს ვიცავთ, ამიტომ არ გვინდა კონკრეტული პირების წარსულის გახსენება”,- აღნიშნა სამუშიამ.

ამასთან, სამუშიამ “ლელო” და პარტია “საქართველოს” შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” წარმომადგენლები წარსულში არიან ჩარჩენილები და განზრახ საუბრობენ იმაზე, რომ ყველა “ნაციონალია”.

“ამ ადამიანებს არ სურთ, რომ პრობლემებზე და მათ მიერ გაფუჭებულ საქმეებზე ვილაპარაკოთ. ისინი წარსულში არიან ჩარჩენილები და განზრახ საუბრობენ იმაზე, რომ ყველა “ნაციონალია”. ადამიანები, რომლებიც “ნაციონალებს” ტაშს უკრავდნენ, საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდნენ… როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების დროს სააკაშვილი გადადგა, ოპოზიციაში ვიყავი, ამ დროს კალაძე საარჩევნო შტაბში იყო და მოქალაქეებს მოუწოდებდა მიხეილ სააკაშვილს ხმა მიეცითო. მეგის ქარდავას მოადგილე მერად ჰყავთ და ა.შ. ახლა იძახონ, რომ ყველა “ნაციონალია”. “ლელო” არის დამოუკიდებელი პოლიტიკური ძალა. რა უნდათ? - თავიან დღის წესრიგზე, რომ გადაგვიყვანონ”,- განაცხადა სამუშიამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო