იენს სტოლტენბერგი - ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე

ვლადიმერ პუტინის ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტი აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია მოსკოვი ავტორიტარულ ქვეყნებზე, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს აჩვენებს, თუ რამდენად დამოკიდებულია პრეზიდენტი პუტინი და მოსკოვი მსოფლიოს ავტორიტარულ ქვეყნებზე. მათი უახლოესი მეგობრები და რუსეთის ომის ძალისხმევის, აგრესიული ომის, ყველაზე დიდი მხარდამჭერები, ჩრდილოეთ კორეა, ირანი და ჩინეთი არიან“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უკვე ბევრი სანქციაა დაწესებული, მაგრამ რუსეთი სანქციებს არღვევს.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კორეას 18-19 ივნისს ეწვევა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს